აღნიშნულის შესახებ მსოფლიოს ენერგეტიკული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ანგელა ვილკინსონმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, ამჟამად მთელ მსოფლიოში ინვესტორები სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ენერგიის წარმოებაში: „თუმცა, ეს არის მსოფლიო პოტენციალის 20%, ხოლო დარჩენილი 80% იკარგება, თუმცა, მათი რეალიზება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ ჩვენ შევძლებთ ხალხის ცნობიერების ამაღლებას, ინვესტორებს შეეძლებათ დაინახონ ენერგორესურსების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“ – დაამატა მან.
ვილკინსონმა ხსნებეულის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ფორუმის მიზანი ენერგეტიკულ სექტორში ცენტრალური აზიის ქვეყნების ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლაა.
ნინო სამადაშვილი