საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ქვემოჭალის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს 11:00 დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლებელია შეეზღუდოს, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ჭალას, ახალშენს, ბოჟამს, გორაკას, ვაკეს, თოგოიანს, იგოეთს, მრგვალიჭალას, პანტიანს, საკორინთლოსა და სამთავისს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.”

Leave a Reply

Menu Title