შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზი გაძვირდა

ევროპაში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ სავაჭრო ბირჟის გახსნისას 7,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 130 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება  ათას კუბურ მეტრზე 1105-1120 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. ხოლო, მაქსიმალურმა ღირებულებამ გასულ დღეს 1 129,4 აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.

ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

Leave a Reply

Menu Title