Ford-მა მანქანა ოკეანეში გადაყრილი პლასტმასისგან ააწყო

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მ გამოუშვა მანქანა, რომლის ნაწილებიც ოკეანეში აღმოჩენილი მთლიანად გადამუშავებული პლასტმასისგან არის დამზადებული. ამის შესახებ Ford-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

Ford Bronco Sport-ის სალონში გაყვანილობის სამაგრები გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დაამზადეს, რომლებიც ოკეანეში იყო დაკარგული ან გადაგდებული ოკეანეში.

„პლასტიკას მუშები ინდოეთის ოკეანესა და არაბეთის ზღვაში აგროვებენ. ამით წყლის გარემოს გაწმენდაში, ნარჩენების შემცირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გადამუშავებული პლასტმასი ნავთობზე დაფუძნებული პლასტმასივით გამძლე და უფრო იაფი მასალაა, რაზეც ხარჯების 10% იზოგება და წარმოებისთვისაც ნაკლები ენერგია სჭირდება.

Ford პირობას დებს, რომ მომავალში მის მანქანებში გადამუშავებული მასალისგან დამზადებული მეტი ელემენტი იქნება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title