„როცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ 2025 წლამდე შევსებულია მზისა და ქარის კვოტები, იქ ნებისმიერ გეგმაში ერთი თეთრის ჩადებაც უკვე წარმოუდგენელია“

საქართველოში ახალი ენერგო ობიექტების დანერგვა ბევრ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. გამონაკლისს არც განახლებადი ენერგო პროექტები წარმოადგენს.

„ენერგონიუსი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, გიორგი ჩიქოვან დაუკავშირდა განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ.

განახლებად ენერგოობიექტების პროეტების განვითარებასთან მიმართებაში ერთერთი სერიოზულ პრობლემა კვოტების საკითხი სახელდებაროცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ 2025 წლამდე შევსებულია მზისა და ქარის კვოტები, რა კუთხით ქმნის აღნიშნული დაბრკოლებას?

მზის და ქარის ენერგიის ათვისება და ქსელში ახალი გენერაციის ობიექტების სისტემასთან მიერთება იზღუდება, ვინაიდან ჩვენს სისტემას აქვს შეზღუდული რეზერვები, რომლებიც დააბალანსებდნენ ისეთ არასტაბილურ ენერგიებს, როგორიც ქარი და მზეა, შესაბამისად ქვეყანას სჭირდება რეზერვები, რომელიც ამჟამად შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ფერხდება მზისა და ქარის ახალი პროექტების ჩართვაც ქსელში. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება 2025 წლამდე, რადგან რეზერვების ლიმიტი უკვე ათვისებულია ხსენებულ წლამდე. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომავალში საქართველოში მეტად განვითარდეს  მზისა და ქარის ენერგეტიკა, აუცილებელია სარეზერვო ლიმიტის გაზრდა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ნეტო აღრიცხვის პროგრამაა, რა ზომების მიღება იქნება საჭირო ინვესტორისთვის მიმართულების განსაზღვრის გასამარტივებლად?

ამჟამად ნეტო აღრიცხვას აქვს შეზღუდვები. ეს არის გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური სიმძლავრის 2%, თუმცა, საუბარია, რომ აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს მომავალში. მაგრამ, უკეთესი იქნებოდა ხსენებულთან მიმართებაში არსებობდეს უფრო გრძელვადიანი ხედვა, რაც მეტად კომფორტული იქნებოდა მომხმარებლებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორც ვიცით, თებერვალში ამუშავდება ენერგობირჟა, რა გამოწვევების წინაშე აყენებს აღნიშნული ისეთ განახლებად ობექტებს, როგორც მზისა და ქარის სადგურებია?

ბირჟის მთავარი პრინციპი და მიზანი რეალური, კონკურენტული და სამართლიანი ფასის მიღებაა. ბუნებრივია, ბაზარზე დაფიქსირებული სწორი და  სამართლიანი ფასი უკეთესია როგორც მწარმოებლისთვის, ისე გამყიდველისა და მომხმარებლისთვის, რადგან აღნიშნული გვაძლევს სააათობრივი ტარიფის დადგენის საშუალებას, რაც უმნიშვნელოვანესია ყველასთვის. შესაბამისად, ფასების სწორად პროგნოზირებისთვის, აუცილებელია ბირჟის დროულად ამოქმედება. დღეს, იმის გამო, რომ არ გვაქვს ბირჟის მონაცემები, შეუძლებელია ვაჭრობის ისტორიის, რამდენიმე თვის ან წლის მონაცემების ნახვა და შეჯამების გაკეთება, რომელის საფუძველზეც უკვე ძალიან მარტივდება პროგნოზირება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბირჟის ამოქმედება არ გადაიდოს.

ინვესტორები საზოგადოების მხრიდან სერიოზულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს აწყდებიან, არა მხოლოდ ჰიდრო, არამედ მზის და ქარის სადგურების პროექტების შემთხვევაშიც. რაში ხედავთ ხსენებული პრობლემიდან გამოსავალს?

სამწუხაროდ, საზოგადოებას ძალიან ბევრი არასწორი ინფრმაცია  მიეწოდება, რაც მითების  გავრცელებისთვის ქმნის კარგ ნიადაგს. ბუნებრივია, ნებისმიერი სახის მშენებლობას ახლავს გარკვეული რისკები და ხარჯები. მათ უწევთ გაითვალისწინონ გარემოზე ზემოქმედება, დაინტერესებული მხარეების რელევანტური მოთხოვნები და სხვ. თუმცა, საზოგადოებას ხშირად აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში აქვს ძალიან დამახინჯებული მიდგომა, ამიტომ, აუცილებელია მათთან მეტი კომუნიკაცია და მუშაობა გათვითცნობიერებაზე, რათა შეექმნათ ნათელი წამრმოდგენა, თუ რამხელა სიკეთის მომტანია თვითეული განხორციელებული ობიექტი. აუცილებელია, მოსახლეობამ დაინახოს, რომ ხსენებული პროექტები მარტო ინვესტორისთვის კი არ არის სარგებლის მომტანი, არამედ ქვეყნისთვის, მისი ენერგოსისტემისთვის და რაც მთავარია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თემის განვითრებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მსგავსი პროექტების ხარჯსაგებლიაობის ანალიზის გაკეთება, და არა პირიქით.

ამჟამად მიმიდინარე განახლებადი ენერგო პროექტების შესახებ რომ მოგვიყვეთ ორი სიტყვით

მომავალ წელს, ფონდში იგეგმება 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის ეტაპზე გადასვლა და 2023 წლის ბოლოსთვის მისი დასრულება, თუმცა ჯერ დარწმუნებით საუბარი მაინც ძნელია, რადგან არ გვაქვს სამშენებლო ნებართვა. ასევე, მიმდინარეობს 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური პროექტი საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში. გარდა ამისა, შესწავლის პროცესშია რამდენიმე მზისა და ქარის პროექტი, რომლის დასრულებისთანავე იგეგმება მათი ჩაშვებაც. აქტიურად მიმდინარეობს მწვანე წყალბადის პირველი საპილოტე პროექტის დონორებთან განხილვაც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title