ქუთაისში ელექტრომობილების ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო და როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მის ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება. ნათი თურნავა იმედოვნებს, რომ მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის იდეას ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების შემდეგ მიუბრუნდება.

“მსოფლიოში კოორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის, დაკარგული სამუშაო ადგილების და გაღარიბების ფონზე, ძვირადღირებულ ავტომობილებისა და ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები, რომ საჯარო სექტორიც გადასულიყო ელექტრომობილებზე, ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და მხარი დაეჭირა ადგილობრივი წარმოებისთვის, გადაიდო, რადგან ჩვენი ბიუჯეტი სულ სხვა პრიორიტეტებით არის დატვირთული.

თუმცა, ვმუშაობთ ელექტრობატარეების წარმოების საქართველოში შექმნის პროექტზე, რომელიც თავისი შინაარსით მიახლოებულია ზემოთ აღნიშნულ პროექტთან, ორიენტირებულია ენერგიის დაზოგვა-დაგროვებაზე და ვფიქრობთ, შეიძლება ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოები განვითარდეს. იმედი მაქვს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ქარხანა თავისი ძირითადი მიმართულებით, ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება, რადგან როდესაც საუბარია მწვანე ეკონომიკაზე, აუცილებელია ქვეყანას მსგავსი წარმოება ჰქონდეს,” – აცხადებს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნაზე 2019 წელს დაანონსდა, დაანონსდა ისიც რომ Made in Kutaisi ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირშიც გავიდოდა. პროექტი კომპანია „აიგრუპს“ 10 ჰა მიწის ფართზე უნდა განეხორციელებინა.

Leave a Reply

Menu Title