2020 წელს შეშისა და სხვა ბიოსაწვავის წარმოება 6.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში, 2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეშის წარმოება 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 212.0 ათასი მ3 შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია ასევე სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.

წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (75.0 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (17.1 პროცენტი), რაც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

Leave a Reply

Menu Title