Audi ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციებს 18 მლრდ დოლარამდე გაზრდის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi AG აცხადებს, რომ აპირებს გაზარდოს ინვესტიციები ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების განვითარების მიმართულებით. საუბარია 2022-2026 წლებში ინვესტიციების 18 მლრდ ევრომდე გაზრდაზე აქამდე გაცხადებული 15 მლრდ-დან. ეს თანხა არის ნაწილი მისი სტრატეგიული გრძელვადიანი განვითარების გეგმის, რომლის ჯამური მოცულობა 37 მლრდ ევროა.

„აღნიშნულ საინვესტიციო გეგმაზე დაყრდნობით, კომპანიისთვის 2026 წლამდე ყურადღების ცენტრში დარჩება სრულიად ან ნაწილობრივ ელექტროფიცირებული ავტომობილების გამოცემა“, – განაცხადა Audi-ის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელმა იურგენ რიტერსბერგმა.

Audi-ის საინვესტიციო გეგმა განხორციელდება მისი მშობელი კომპანია Volkswagen AG-ის ხუთწლიანი ბიუჯეტის ხარჯზე, რომლის მოცულობა გახლავთ 159 მლრდ ევრო.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply

Menu Title