ნათია თურნავა: ენერგეტიკა სტრატეგიულ მნიშვნელობის დარგია

პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დარგებიდან განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის დარგი, რაც ხაზს უსვამს ენერგეტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი გამდიდრდა ისეთი ახალი, განახლებადი ტექნოლოგიებით, როგორც არის ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგიები – ამაზე ისაუბრა პრემიერმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან დეტალური მიმოხილვა იმ შედეგების, რაც მთავრობამ დადო, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკაში.

„მთავარი მონაპოვარი არის მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მისი თავისუფლება და კარგი საფუძველი იმისა, რომ დასაქმებაზე, სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული პოლიტიკა გაძლიერდეს და განხორციელდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Leave a Reply

Menu Title