იაპონიაში ზღვაში მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი ჩაუშვეს

იაპონურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Koa Sangyou წყალში ჩაუშვა მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი. აღნიშნულთან დაკავშირებული ცერემონია კაგავას პრეფექტურაში (კუნძული სიკოკუ) გაიმართა.

ხომალდი აგებულია კომპანია Asahi Tanker-ის დაკვეთით და მისივე პატივსაცემად ეწოდა „ასაჰი“. ტანკერის სიგრძეა 62 მეტრი, ხოლო მისი ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობა გახლავთ 1,28 ათასი კუბური მეტრი. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტებით , რომლის ჯამური მოცულობა 3480 კვტ საათია.

ტანკერს შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით 150-180 კმ მანძილის დაფარვა და მის სრულ დატენვას 10 საათი სჭირდება. ის იმგვარად არის აწყობილი, რომ მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია როგორც დენის წყაროსი, მოულოდნელი სიტუაციების შემთხვევაში. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მისი ვიბრაცია და ხმაურის დონე, რაც მასზე ყოფნას უფრო კომფორტულს ხდის.

როგორც მოსალოდნელია „ასაჰი“ მომავალი წლის მარტიდან ტოკიოს ყურეში იმსახურებს და გამოიყენება მსხვილი ტანკერებისა და ხომალდების საწვავით მომარაგებში.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title