Aptera Solar EV, მანქანა, რომელიც „არ საჭიროებს დატენვას”

ბერძნულად Aptera ითარგმნება, როგორც ფრთების გარეშე ფრენა. ახალი ეკოლოგიურად სუფთა სუპერმანქანა Aptera არც ჰიბრიდი და, არც ელექტრო მანქანა. ეს არის მზის ენერგიაზე მომუშავე სუპერ მანქანა, რომელიც „არასდროს საჭიროებს დატენვას”.
ეს ფანტასტიკური სიახლეა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით აწუხებს ნახშირბადის კვალი. ეკოლოგიურად კეთილგანწყობილ მძღოლებს შეუძლიათ ყველგან იარონ და იცოდნენ, რომ მათ მანქანას აქვს მინიმალური ნახშირბადის კვალი და აქვს მინიმალური გავლენა გარემოზე.
სამბორბლიანი მანქანა მომავლის მანქანას ჰგავს. Aptera solar EV ამაყობს იმით, რომ მზის ბატარეას, რომელიც “კვებავს” მანქანას, შეუძლია მიიღოს საკმარისი მზის ენერგია ყოველწლიურად 17000 კმ-ის დაფარვისთვის – დაახლოებით 64 კმ დღეში. მანქანის მაქსიმალური სჩქარე 110 კმ/საათია.
Aptera-ს ტექნოლოგია თითქმის მთლიანად მზეზე ენერგიაზე მუშაობს. იმ რეგიონებში სადაც მზის სხივები სეზონის ნებისმიერ დროს უხვადაა, Aptera-ს მომხმარებელს ფაქტიურად არ მოუწევს მანქანის დატენვა დამატებითი ხელსაწყოებით.
ავტომობილის ინტერფეისს აქვს ინტეგრირებული პარამეტრები, რომელიც მძღოლს სრულად ინფორმირებულს ხდის მანქანის ენერგოეფექტურობის შესახებ და ასწავლის მას რეალურ დროში ენერგიის დაზოგვისა და მანქანის გარბენის გახანგრძლივების თაობაზე.
მანქანა დამზადებულია მსუბუქი მასალებით, რომლებიც უფრო გამძლე და მტკიცეა ვიდრე ფოლადი. Aptera-ს აქვს სწრაფი და სტაბილური აჩქარება და აბსოლუტურად უხმაუროა. მისი აეროდინამიკური დიზაინი გამორიცხავს ქარის ზემოქმედების ხმაურსაც კი. მანქანა ასევე ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ უამინდიბის დროს.
წყარო: www.greenbalance.ge

Leave a Reply

Menu Title