სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

ენერგო-პრო ჯორჯია: სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე

მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ქსელის დაზიანების შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ [მესტიაში] ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად.

მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო:

1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ენერგო-პრო. 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე, ავარიული თუ გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

Leave a Reply

Menu Title