გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ.
„დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა არაერთი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” („თელმიკო“), ასევე „ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, გადაუხდელობის გამო, ინავარში არ შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ აქვთ შესაძლებლობა, დარიცხული გადასახადი დაფარონ მიმდინარე თვის ბოლომდე.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები არ ეთანხმებიან დარიცხვას, უნდა მოგვმართონ საკითხის შესასწავლად. ყველა საკითხს ინდივიდუალურად შევისწავლით”.

Leave a Reply

Menu Title