რეპრესიები ყაზახეთში კრიპტოვალუტის „მაინერებს“ აზარალებს – ინტერნეტში შეფერხებებმა ბიტკოინის ქსელის სიმძლავრე დასცა

ბიტკოინების ქსელის გლობალური გამომთვლელი სიმძლავრე მკეთრად დაეცა ყაზახეთში სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რასაც მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა და რამაც დარტყმა მიაყენა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების სწრაფად მზარდ სფეროს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მონაცემებით, შარშან ყაზახეთი აშშ-ის მერე მეორე ცენტრი გახდა მსოფლიოში ბიტკოინების მოპოვების მხრივ მას მერე, რაც ჩინეთმა შეზღუდა საქმიანობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის.

6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში იქნა გადასროლილი მას მერე, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. 6 იანვარს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციამ მოკლა „ათეულობით“ და დააკავა ორი ათასი დემონსტრანტი, გასული დღის განმავლობაში სასტიკი შეტაკებების დროს.

ინტერნეტის მუშაობის მევეთრმა შეფერხებამ ყაზახ „მაინერებს“ ბიტკოინების ქსელთან წვდომაში ხელი შეუშალა.

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის შექმნა თუ მოპოვება“ ხდება მძლავრი კომპიუტერებით, ჩვეულებრივ მონაცემთა გაადმუშავების ცენტრებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებიან და ეს პროცესი დიდი ენერგორესურსს მოითხოვს.

ბოლო არსებული მონაცემებით, შარშან აგვიტოში ყაზახეთზე მოდიოდა ბიტკოინის ქსელთან შეერთებული კომპიუტერების მიერ მოხმარებული გამოთვლითი სიმძლავრის ოდენობის (ჰეშრეიტი) 18 პროცენტი.

“ჰეშრეიტიმ” საერთო მსოფლიო დონე 6 იანვარს 14 პროცენტით დაეცა.

მიუხედავად ამისა, „ჰეშრეიტის“ დაცემა არ ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი გაიზრდება, წერს Reuters-ი.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title