შემცირების შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 10,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 121 აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Leave a Reply

Menu Title