ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის

ჩინეთი სახელმწიფო მარაგებიდან ნავთობის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეთანხმება 2021 წლის ბოლოს იქნა მიღწეული. ნავთობის მოცულობა, რომლის გამოშვებას პეკინი გეგმავს, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ცნობილია, რომ ეს დამოკიდებული იქნება ენერგიის ფასების დონეზე.

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title