ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივა, რომელიც დაახლოებით მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, მისასალმებელია

რემიერის ინიციატივა, რომელიც, დაახლოებით, მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, “კვირასთან” საუბრისას თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ შეაფასა.

მისი თქმით, ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, მისასალმებელია.

“პრემიერის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები სოციალური ხასიათისაა. უამრავ ადამიანს ზამთრის ცივ პერიოდს შეუმსუბუქებს. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კრიტიკა, რომ ეს შეიძლება, იყოს ადამიანების მოსყიდვა და ა.შ. უარგუმენტოა. არჩევნები უახლოესი სამი წელი არ იგეგმება, ამიტომ, ყოველგვარი კრიტიკა აზრს მოკლებულია”, – განუცხადა “კვირას” ანგურიძემ.

Leave a Reply

Menu Title