საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სენბისთვის სავაჭრო პლატფორმისა და ყველა იმ თანმდევი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, რომელიც საჭიროა გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებისთვის.
შეგახსენებთ, რომ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული  ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია.  სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  გაზარდოს ქვეყნის მედეგობა- გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა.„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება.  ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით  ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას“- აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას და კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავა. გამჭირვალობის, კონკურენციის და ევროპის ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციით, პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორს კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას.

Leave a Reply

Menu Title