სემეკმა შპს „პარვუს ჯგუფი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი კომპანია შპს „პარვუს ჯგუფი“ რეგულაციის დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 35 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება კომპანიის მიერ ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი „ქსელის წესების“ ნორმების უგულებელყოფას.
შპს „პარვუს ჯგუფი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში ფლობს 1.99 მგვტ სიმძლავრის „როშკა 2 ჰესისა“ და 1 მგვტ სიმძლავრის „როშკა 3 ჰესს“.

Leave a Reply

Menu Title