თოყაევის სიტყვებით, პრიორიტეტი რეგიონებისთვის გაზის მიწოდება იქნება და არა ექსპორტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული დეფიციტის დროს გაზის ექსპორტზე გატანა აღარ არის აქტუალური.

თოყაევმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთავრობას მოუწევდა წესრიგის აღდგენა რიგ სფეროებში. ახალი ინდუსტრიების სტიმულირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ბუნებრივი აირის მიწოდებას ექნება.

„აღარ არის მისაღები ის მოცემულობა, როდესაც ჩვენ უბრალოდ გაზის ექსპორტს ვახორციელებდით იმის ნაცვლად, რომ გამოგვეყენებინა ის შიდა წარმოების წასახალისებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title