„ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა

2021 წლის ნოემბრის შემდეგ, კრიპტოვალუტა „ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

CoinDesk-ის მონაცემებით, მხოლოდ 24 საათი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით დაცემულიყო. ამჟამად, მისი ყიდვა დაახლოებით $35 ათასადაა შესაძლებელი.

2021 წლის დასაწყისთან შედარებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა 20%-ზე მეტითაა გაუფასურებული.

Leave a Reply

Menu Title