ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ზე ხსნარის გაჟონვა მოხდა

ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ის ოპერატორი, Tokyo Electric Power Company-ის 4 ტონა ხსნარის გაჟონვის შესახებ იტყობინება, რომელიც ავარიული სადგურის ქვეშ ყინულის კედლის შენარჩუნებისთვის გამოიყენებოდა.

გაჟონილი ხსნარისგან აკეთებენ მიწისქვეშა „კედელს“, რომელიც საშუალებას არ აძლევს მიწისქვეშა წყლებს რეაქტორის კონსტრუქციაში მოხვდეს. როგორც ცნობილია ყინულის კედელი კიდევ ინარჩუნებს გრუნტის წყლებს, ხოლო ხსნარი ბუნებას ზიანს არ აყენებს.

შეგახსენებთ, რომ ფოკუსიმას ბირთული კატასტროფა 10 წლის წინ მოხდა. ყინულის კედელი აღმართულია ატომური ელექტროსადგურის ქვეშ. ის აკავებს გრუნტის წყლების დინებას, რომლებიც რეაქტორის შენობის ქვეშ ხვდება და რადიოაქტიურ ნივთიერებებს ერევა. კატასტროფა 2011 წელს ფოკუსიმა-1-ის ელექტრო სადგურზე ცუნამის შედეგად მოხდა. ეს ყველაზე მასშტაბურია ავარია იყო ატომურ სადგურზე ჩერნობილის შემდეგ. რაიონის ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი დარჩა.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply

Menu Title