ბაქო დაინტერესებულია “OPEC +”-ის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებით

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში OPEC-ის გენერალურ მდივანს მუჰამედ ბარკინდოს შეხვდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსმი ერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ოპეკი +” ფორმატში აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრისას ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებით. მან აღნიშნა, რომ ბარკინდოს ხელმძღვანელობით “ოპეკი +”-ის ფორმატში წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, რის შედეგადაც მოხდა ნავთობის მსოფლიო ფასების დასტაბილურება.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საინტერესო საკითხებიც განიხილეს.

Leave a Reply

Menu Title