სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის ამჟამინდელი ფასი 90 დოლარის ფარგლებში ბარელზე არ არის ზღვრული, მან შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა პაველ ზავალნმა ონლაინ კონფერენციის მსვლელობისას.

„გადაწყვეტილებებმა, რომლებიც დღეს მიიღება, გამოიწვია მაღალი ფასების პროვოცირება და ის, რასაც ახლა ვხედავთ ნავთობზე – თითქმის 90 დოლარი ბარელზე – ეს არ არის ზღვარი. ჩემი აზრით, ჩვენ გავალთ 100 დოლარს ზევით ბარელზე“, – აღნიშნა მან.

ამავდროულად, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები არ არის დადებითი ფაქტორები, ვინაიდან, ზავალნის აზრით, ახდენენ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების სტიმულირებას.

Leave a Reply

Menu Title