გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

უკრაინასა და ევროპაში მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა

ევროპისა და უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა. 22 იანვრის მონაცემებით, მთლიანი მოცულობა 1,85 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია აქამდე დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, გერმანიის მიწისქვეშა საცავები ამჟამად შევსებულია მხოლოდ 41,8%-ზე.

Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ევროპის საცავებში არსებული ბუნებრივი აირის მოცულობა 26%-ით (14,9 მლრდ კუბური მეტრი) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, ხოლო გატანამ 71,8%-ს, ანუ 34,3 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია.

რაც შეეხება უკრაინულ ობიექტებს, მათმა დატვირთვამაც მინიმალურ დონეს მიაღწია. 22 იანვრის მდგომარეობით ის 12,1 მილიარდ კუბურ მეტრამდეა დაცემული. აღნიშნული 44,6%-ით (9,7 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და 3,2 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლები, ვიდრე შევსების  დაწყების თარიღამდე იყო, 2021 წლის აპრილში. ამჟამად, უკრაინის მიწისქვეშა გაზის საცავებში მარაგები უკვე 12 მილიარდ კუბურ მეტრზე დაბალია.

Leave a Reply

Menu Title