"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-ს ელექტრომობილები ახალი ტიპის ელემენტებით გამოვა

კომპანია Panasonic ემზადება ახალი ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებისთვის, რომლის შემდეგაც კომპანია Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები 20%-ით უფრო მეტი მანძილის დაფარვას შეძლებენ, ვიდრე აქამდე. ეს კი თავად Panasonic-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს ელემენტების მწარმოებელ სამხრეთ კორეულ და ჩინურ კომპანიებს.

მოსალოდნელია, რომ ახალი ტიპის ელემენტები ელექტრომობილებს სვლის მარაგს მნიშვნელოვნად გაუზრდის. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის ელემენტებით ავტომობილების წარმოება დაჩქარდება, სწორედ ამ მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო აკუმულატორების განვითარების კუთხით. Panasonic გეგმავს საწარმოო ხაზის გაფართოვებას მის კუთვნილ ვაკაიამას პრეფექტურაში.

Panasonic-მა ახალ ელემენტებზე მუშაობა Tesla-ს დაკვეთით დაიწყო, რომელსაც საკუთრივაც ჰქონდა გეგმაში დამოუკიდებლად ემუშავა ამ ტიპის ელემენტებზე. ილონ მასკის თქმით, სურს, მისმა კომპანიამ თავადაც აწარმოოს ელემენტები და მომწოდებლებისგანაც შეისყიდოს. მისივე ინფორმაციით, ის შეისყიდის ელემენტებს როგორც Panasonic-ისგან, ასევე სხვა მწარმოებლებისგან.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply

Menu Title