ელექტროენერგიაზე დავალიანების დაგროვების თავიდან აცილებისთვის მომხმარებელს რამდენიმე დღე რჩება

ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ, რაც ამ პროცესის საბოლოოდ მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, დეკემბერში გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. ზოგიერთი მომხმარებლის მოთხოვნით, დეკემბრის მეორე ქვითრის დაფარვის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, კომპანიამ იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივა.

შესაბამისად, კომპანია „თელმიკოში“ განმარტავენ, რომ მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვალში გადასახდელ ქვითარში. ეს კი ნიშნავს, რომ თებერვალში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.

„ეს ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც დეკემბრის დავალიანება არ აქვთ ჯერ გადახდილი და ისარგებლეს ამ გადავადების პერიოდით. შესაბამისად, „თელმიკო“ ურჩევს მომხმარებლებს, 28 იანვრამდე დაფარონ დავალიანება, რათა არ დაუგროვდეთ ეს თანხა და აღარ მოუწევთ 2 თვის გადასახადის გადახდა თებერვალში“, – განმარტავენ „თელმიკოში“.

„თელმიკო“ მომხმარებლებს მიმართავს, რომ „გაუგებრობის და დავალიანების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე“.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge

Leave a Reply

Menu Title