ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

„თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“

„თუ რუსეთი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზს, ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებს ვეღარ მიიღებენ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ჟურავლევმა განაცხადა.

„SWIFT არის ანგარიშსწორების სისტემა, ეს არის სერვისი, ამიტომ, თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ უცხოურ ვალუტას, ამავე დროს მყიდველები, პირველ რიგში ევროპის ქვეყნები, ვეღარ მიიღებენ ჩვენს საქონელს – ნავთობს, გაზს, სხვა ბუნებრივ რესურსებს.

SWIFT არის ევროპული კომპანია, ასოციაცია, რომელშიც ბევრი ქვეყანა შედის. გათიშვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა მონაწილე ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები ნამდვილად არ არის საკმარისი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებშიც რუსეთთან ვაჭრობის წილი დიდია, ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა ჟურავლევმა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის თემა დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა.

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მოსკოვის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთის მთავრობა, შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

 

 

 

Leave a Reply

Menu Title