საქართველოში რამდენიმე ათეული ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში რამდენიმე ათეული ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში, რამდენიმე ათეული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლბის მზინით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მათგან ყველაზე მძლავრია მდ. რიონზე ასაშენებელი ონის ჰესების კასკადი, სადმელისა და ალპანას ჰიდროლექტროსადგურები , აგრეთვე მდ. ხელედულაზე – ხელედულა 3 ჰესი .

ონის ჰესების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. კასკადის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო მშენებლობის დასრულება 2023 წლის ოქტომბერში. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა დასრულდეს 2016 წლის ოქტომბერში.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $330 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

სადმელი ჰესის დადგმული სიმძლავრე 153 მგვტ იქნება, საშუალო წლიური გამომუშავება – 637.6 მლნ კვტ.სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ალპანა ჰესის სიმძლავრე 70,6 მგვტ-ია, რომელიც წლიურად 356,8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას შემატებს ენერგოსისტემას. პროექტის განსახორციელებლად 117 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.
ორივე პროექტის განხორციელება 2017 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს, ხოლო მშენებლობა სავარაუდოდ 2021 წელს დასულდება.

ხელედულა 3 ჰესის სიმძლავრე 60,44 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 255,04 მლნ კვტ.სთ იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ენერგოსექტორში 70 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება/მიწოდების სცენარები. სცენარში, ქვეყნის მოხმარების 5%-იანი ზრდა ენერგოეფექტური ღონისძიებების (მოხმარების 20 %-იანი შემცირება) და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებით ნათქვამია, რომ 2020 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება გაიზრდება 15,15 მლრდ კვტ.სთ-მდე, 2025 წლისთვის 37.67 მლრდ კვტ.სთ-მდე, ხოლო 2030 წლისათვის გამომუშავება 50,31 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწევს.

Leave a Reply

Menu Title