ნედ პრაისი – რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ მილსადენით გაზის მიწოდება ჯერჯერობით არ ხორციელდება.

Leave a Reply

Menu Title