საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როგორ დგინდება საწვავის ფასი საქართველოში?

საწვავის და ზოგადად ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვნელოვან სოციალურ სა­კითხს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.04-3.10 ლარის ფარგლებში იყიდება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის ადგილობრივი ღირებულება 45%-ით არის გაზრდილი, რასაც გარკვეული სოციალური პროტესტიც მოჰყვა.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, საწვავის საცალო ფასთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფოსთვის მისა­წოდებელი ბენზინის ღირებულებაც, რომლის ფასიც სატენდერო პირობების თანახმად პირდაპირ Platts-ის ღირებულებაზეა მიბ­­მული. კონკრეტულად კი ნოემბერში სახელმწიფო უწყებების შე­სასყიდი რეგულარის მარკის საწვავი 2.89 ლარამდე გაძვირდა.

სახელმწიფო სტრუქტურები 1 ლიტრ რეგულარის მარკის ბენზინს 2.89 ლარად ყიდულობდნენ, დეკემბერში კი საწვავის გლობალური გაიაფებიდან გამომდინარე ის 2.76 ლარამდე შემ­­ცირდა.

ფორმულა, რომლითაც სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ფასი გამოითვლება, ითვალისწინებს იმ ძირითად ცვლადებს, რომლებსაც ფასზე აქვთ გავლენა. ესენია ლარის გაცვლითი კურსი, Platts-ის მარკის საწვავის საერთაშო­რისო ფასი, აქციზის გადასახადი, დღგ და სხვა.

თავად Platts-ის ფასი ისეთივე საჯარო და ღიად ხელმისაწ­­ვდომი არაა, როგორიც ნედლი ნავთობის ფასი. თუმცა ის ამჟა­მად დაახლოებით $747 დოლარს შეადგენს, ერთი თვის წინ კი 793 დოლარი ღირდა.

განვიხილოთ, რა განსაზღვრავს ნავთობის ფასს საქართველოს ბაზარზე:

საქართველო, როგორც ნავთობიმპორტიორი 100%-ით საერ­­თაშორისო ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ამას გარ­­და, ფასებზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს:

  • გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts) – დამოკიდებულია როგორც ნედლი ნავთობის ღირებულე­ბაზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის გადამუშავებული ნავ­­თობპროდუქტის მოთხოვნაზე. მისი ფასები აშშ დოლარშია გამოსახული. ამჟამად ტონა რეგულარის მარკის Platts-ის ფასი $747 დოლარია. ერთ ტონა ბენზინში 1,322 ლიტრი შე­დის. შესაბამისად, ერთი ლიტრის ღირებულება ამჟამად 56.4 ცენტი, ანუ 1.75 ლარია. თუმცა ეს არის ფასი ტრანსპორ­­ტირებისა და სხვა გადასახადების გარეშე.
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – თავად ნავთობის ფასის გარდა, მეორე ყველაზე დიდი ცვლადია, რაც კურსზე მოქმედებს და მის ცვლილებას არა­ერთ შემთხვევაში მოულოდნელობის ეფექტიც აქვს.
  • სახელმწიფო აქციზის გადასახა­დი – 2017 წლის 1 იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.
  • დამატებული ღირებულების გადასა­ხადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. თუკი ლიტრი საწ­­ვავი 3.04 ლარი ღირს, მასში დღგ-ის ღირებულება 46 თეთრია. ჯამში დღგ-ისა და აქციზის წილი 3.04 ლა­რის ბენზინის საფასურში 84 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ამ გადასა­ხადების გარეშე საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.
  • ფასზე მოქმედი დანარჩენი ფაქტორე­ბია ნავთობიმპორტიორის საოპერა­ციო ხარჯები, რაც მარაგების ლოგის­­ტიკას, ქსელის მართვას, ხარისხის კონტროლს, საწვავის შენახვას, და­საქმებულთა ხელფასებს აერთიანებს. ასევე კაპიტალური დანახარჯები და ინვესტიციები, რომლებსაც ამოღება სჭირდება. კომპანიების ხარჯებში შედის საბანკო სესხების მომსახურე­ბისა და ვალუტის ჰეჯირების საფასუ­რი და აქციზის და დღგ-ის გარდა სხვა გადასახადების მომსახურება, ასევე კომპანიის წმინდა მოგების მარჟა.

შესაბამისად, რომ არა აქციზისა და დღგ-ის გადასახადები, საქართველოში საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.

როგორ ნაწილდება საწვავის ღირებულება მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით 3.04 ლარის რეგულარის მარკის შემთხვევაში:

წყარო: ავტორის გამოთვლები ეფუძნება საგადასახადო ბაზას და Platts-ის ღირებულებას

რაც შეეხება საწვავის ფასს არა ქსე­ლურ, არამედ არაბრენდულ სადგურებზე, მათ შემთხვევაში ფასდაკლება მიღებუ­ლია თავად იმპორტირებული საწვავის ხარისხით. თუკი კონკრეტულ ბრენდულ სადგურებში ევრო 5-ის სტანდარტის საწ­­ვავი იყიდება, არაბრენდულ ქსელებში რეალიზებული საწვავის ხარისხი განსხ­­ვავებულია და არ წარმოადგენს ქსელური სადგურების მიერ გაყიდული საწვავის ანალოგს.

უფრო დეტალურად, კომპონენტების მიხედვით, საქართველოში საწვავის ფასი ასე ნაწილდება:

  • საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა Platts – 57.6%;
  • დღგ – 15.1%;
  • აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი – 12.5%;
  • ხელ­ფა­სე­ბი; ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა, ლო­გის­ტი­კა, მარ­კე­ტინ­გი, კომ­პა­ნი­ის მო­გე­ბის მარ­ჟა; ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი; ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბი – 14.8%.

საწვავის აქციზის განაკვეთი უფ­­რო დაბალია რეგიონის სხვა ქვეყნებში. მაგალითად, სომხეთში ტონა ბენზინი 40,000 დრამით, ანუ 256 ლარით იბეგრე­ბა. აქციზის საფეხურებრივი დაბეგვრა მოქმედებს რუსეთში. კერძოდ, ევრო 4-ის მარკის ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 9,916 რუბლი (415 ლარი), ევრო 5-ის მარკის ტონა ბენზინის აქციზი კი 6,450 რუბლი (270 ლარია). დიფერენცირებული დაბეგ­­ვრა მიზნად ისახავს შემცირდეს ფას­­თაშორისი სხვაობა დაბალი და მაღალი ხარისხის საწვავს შორის და მომხმარებ­­ლები სწორედ მაღალი ხარისხის საწვავზე გადავიდნენ.

თუმცა საქართველოს საგადასახადო სისტემა მსგავს დიფერენცირებულ მიდ­­გომას არ ითვალისწინებს და ნებისმიერი სახის ბენზინი და დიზელი ტონაზე 500 ლარით იბეგრება.

საწვავის რეგიონული ფასები ასეთია:

  • აზერ­ბა­ი­ჯან­ში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 2.88 ლარს შეადგენს;
  • რუ­სეთ­ში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 2.14 ლარი;
  • სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 3.08 ლარი;
  • სომ­ხეთ­ში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინი 3.39 ლარს შეადგენს;
  • უკ­რა­ი­ნა­ში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 3.71 ლარს შეად­­გენს.

შესაბამისად, საქართველოში საწვავი ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ნავ­­თობმომპოვებელ რუსეთსა და აზერბა­იჯანში, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ნავთობის იმპორტიორია და ქვეყანაში მაღალი სააქციზო განაკ­­ვეთია, თუმცა საქართველოში ფასი უფ­­რო მცირეა, ვიდრე ნავთობიმპორტიორ უკრაინასა და სომხეთში.

საწვავის საერთაშორისო და ადგილობრივი ფასები 2014-2021 წლებში, ლურჯი – რეგულარის მარკის ბენზინის ადგილობრივი ფასი ლარებში, მწვანე – ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი ლარებში:

შენიშვნა: 2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა

რეგიონალური შედარებით ჩანს, რომ საქართველოში საწვავის ფასი სხვა არამომპოვებელ ქვეყნებთან შე­დარებით უფრო იაფია, თუმცა ქვეყანა­ში მოქმედი საგადასახადო რეჟიმის, საერთაშორისო ფასებისა და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, საწვავის ფასის უფრო დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება რთულია.

ერთადერთი ცვლადი, რომელზეც გავლენის მოხდენა საქართველოს შეუძლია, არის საგადასახადო მოსაკ­­რებლები. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ნავთობპრო­დუქტების აქციზიდან 450 მილიონი ლა­რი შევიდა. ეს თანხობრივად თითქმის იმდენივეა, რაც ერთი წლის განმავლო­ბაში ისეთი ნავთობიმპორტიორის მიერ რეალიზებული საწვავის ღირებულება, როგორიც „ვისოლი” ან „ლუკოილია”. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია წვლილი საწვავის ფასის ფორმირებაში.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title