ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, უმნიშვნელოდ შემცირდა.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 060 აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულს ექსპერტები აშშ-ს განცხადებას უკავშირებენ, სადაც ის ევროკავშირს გაზის პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

ფასების მატების მიზეზად სახელდება ევროპულ მიწისწვეშა გაზსაცავებში ბუნებრივი აირის მარაგების სიმცირე, ასევე, აზიური ბაზრებიდან თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ძირითადი მომწოდებლებისგან შეზღუდული მოცულობის მიღება.

Leave a Reply

Menu Title