გაზსადენის სერტიფიცირების მიზნით Nord Stream 2 AG-მა გერმანული შვილობილი კომპანია დააარსა

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ გერმანული შვილობილი კომპანია Gas for Europe GmbH დააარსა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

„ახალი კომპანია გახდება გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მდებარე Nord Stream 2 გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთის მფლობელი და ოპერატორი, როგორც სატრანსპორტო სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორი ქალაქ ლუბმინში. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია გერმანიის ენერგეტიკის აქტთან (Energiewirtschaftsgesetz (EnWG)),” ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ გაიხსენა, რომ გასული წლის ნოემბერში გერმანიის ქსელების ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) განაცხადა, რომ გერმანიის ენერგეტიკის კანონმდებლობის თანახმად, შვილობილი კომპანიის შექმნა სერტიფიცირებისთვის სავალდებულოა.

Nord Stream 2 AG-ის შვილობილი კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ შვერინში მდებარეობს.

Leave a Reply

Menu Title