საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალი

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალი

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ჰააგაში, საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალსა და კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის მიმართულებით  მიღებული იქნება ახალი პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც 60 მონაწილე ქვეყანა დაუჭერს მხარს. დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ქარტიის გეოგრაფიული არეალის გაზრდას და ქარტიის წევრ ქვეყნებს ემატებიან: ჩინეთი, ირანი, კოლუმბია და ჩილე.

მინისტერიალზე, მონაწილე მხარეები აქცენტს გააკეთებენ ენერგო სექტორში ინვესტირების აუცილებლობაზე. 2035 წალმდე 48 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია არის საჭირო, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს ენერგეტიკაზე გლობალური მოთხოვნა.

კონფერენციაზე ასევე,  განხილული იქნება ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხები, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები.დებატები გაიმართება განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვვედრები ენერგეტიკულ კომპანებთან და ინვესტორებთან.  მინისტერიალში 300მდე მთავრობისა და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ.

1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.

ამჟმად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.

შეგახსენებთ, საქართველომ გამოთქვა სურვილი  2015 წელს გახდეს  ევროპის ენერგეტიკული ქარტიის  თავმჯდომარე ქვეყანა.  თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბერში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

Leave a Reply

Menu Title