როგორ დაარეგულირებს სებ-ი კრიპტო ბაზარს – დეტალები

საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულაციები კრიპტო ბირჟებსა და ე.წ. საფულეებზე გავრცელდება, მაინერებს კი არ შეეხება,- ამის შესახებ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულირების კანონპროექტის ე.წ. დრაფტი უკვე არსებობს და ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შევა ძალაში.

„კონსულტაციები ამ პროექტის თაობაზე უკვე გვაქვს “საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”. დაახლოებით, ერთ თვეში შეგვეძლება საჯარო განხილვები დავიწყოთ დაინტერესებულ მხარეებთან.

ეს არ შეეხება მაინერებს, რეგულაციები გავრცელდება მხოლოდ კრიპტოვალუტის გადამცვლელ ორგანიზაციებზე. მოთხოვნები იქნება მსგავსი, როგორც ელექტრონული საფულეების შემთხვევაშია. კერძოდ, რეგისტრაციისას მოვითხოვთ ნასამართლობის ცნობას, ფულის წარმომავლობას. ლიცენზიის აღების შემდეგ, ეს კომპანიები ვალდებულები იქნებიან ფინანსური მონიტორინგის სერვისშიც დარეგისტრირდნენ და აგზავნონ პერიოდული რეპორტინგი”,- აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

მისი განმარტებით, სავაჭრო პლატფორმების მომხმარებლებზეც იქნება მოთხოვნა იდენტიფიკაციისთვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title