ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

საფრანგეთი 2050 წლამდე ქარის 50 საზღვაო ელექტროპარკს შექმნის

საფრანგეთი 2050 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების 50 ახალ საზღვაო პარკს შექმნის. ამის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, საზღვაო ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 2050 წლისთვის 40 გვტ-მდე გავზარდოთ, რასაც ზღვაზე 50 ახალი პარკის მშენებლობით მივაღწევთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე, რომლეზეც ქვეყნის ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა.

მაკრონის თქმით, ქარის ენერგეტიკა ხმელეთზეც განაგრძობს განვითარებას და საფრანგეთი სექტორის ამჟამინდელ მაჩვენებელს, ანუ 18,2 გვტ-ს გააორმაგებს.

„განახლებადი ენერგიის თითოეულ მიმართულებაზე მეტად მკაფიო სტრატეგია უნდა გვქონდეს. პირველ ადგილზე არის მზის ენერგეტიკა, რადგან ასეთი სადგურები უფრო იაფია და საუკეთესოდ ჯდება პეიზაჟში. 2050 წლისთვის ჩვენ უნდა გავაათმაგოთ სიმძლავრეები ამ მიმართულებით, რომ ენერგიის გამომუშავებამ 100 გვტ შეადგინოს,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, საფრანგეთს შეუძლია, აწარმოოს ყველა მოწყობილობა, რაც მზის ენერგოსადგურების შესაქმნელად არის საჭირო. ამასთან, მაკრონმა ევროპის ის ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებმაც ინდუსტრიის ტექნოლოგიები სხვა კონტინენტის სახელმწიფოებისგან შეიძინეს და თავად არ შექმნეს.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთმა სუფთა ენერგიის გამომუშავება ატომურ ენერგეტიკასთან ერთად უნდა განავითაროს, რომ ემისიების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანოს.

„ჩვენ, დღევანდელთან შედარებით, 60%-ით მეტი ენერგიის გამომუშავება გვჭირდება, რადგან სულ უფრო მეტად გადავალთ ელექტრომობილებზე და სახლების გათბობასაც სულ უფრო მეტად დავიწყებთ ელექტროენერგიით,“ – აცხადებს მაკრონი.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title