SOCAR-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა

როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR-ს ტოვებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა SOCAR -ის პრეზიდენტის როვგან აბდულაევის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.

კომპანიის სათავეში 17 წლიანი მმართველობის შემდეგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. SOCAR-ის პრეზიდენტის მოვალეობას როვშან ნაჯაფი შეასრულებს. ის უკვე დაინიშნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამ დრომდე SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

როვგან აბდუალევი 2005 წლიდან იკავებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის პოსტს.

აღსანიშნავია, რომ SOCAR აქტიურად ოპერირებს საქართველოში.

Leave a Reply

Menu Title