„მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მარეგულირებელი უწყებები აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ“ - ირაკლი ლექვინაძე

ესკო-მ ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გამოცდილება გაიზიარა

„დღეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია სწორი ვექტორისკენ არის მიმართული“ - ნოდარ სირბილაძე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

ელექტროენერგია
მსოფლიო ბანკმა ესკო-ში კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს."თანამედროვე გამოწვევათა შორის აქტუალურია მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. ესკო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეყვანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემის ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რაც გულისხმობს ორგანიზაციის აღჭურვას კანონის დებულებების აღსრულებაზე მოქნილად მორგებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებით, ასევე, თანამშრომელთა ინფორმირებასა და მზადყოფნას კიბერშეტევების საპრევენციოდ" - აცხადებენ ესკო-ში.ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და გაძლიერების მისიის ჯგუფს შორის შეხვედრა გასული წლის ბოლოსაც გაიმართა, ესკოს საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კონსულტაციის ფორმატში.მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის მთავარი მიზანია განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით (ESPIRE პროგრამა), შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მხარდაჭერა, გადამცემი ქსელების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების მონიტორინგი და ასევე ენერგეტიკული კომპანიების დახმარება მათი ინფორმაციული მართვის სისტემების საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ.

შავი ზღვის კაბელის პროექტი ENTSO-E-მ 2024-2034 წლების ქსელის განვითარების გეგმის შედეგებში გაითვალისწინა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპის ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ქსელმა (ENTSO-E) 2024-2034 წლების ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველად შედეგებში გაითვალისწინა.ENTSO-E-მ გეგმის შესაქმნელად პროექტების მიღება 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა, რის საფუძველზეც, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წარადგინა განაცხადი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების გეგმაში შესატანად.სსე-ს ცნობით, ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია ENTSO-E-ის ქსელის განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელი პროექტების ჩამონათვალი, რომელთა შორის ფიგურირებს სსე-ის მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და მისი განხორციელება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით.ENTSO-E-ის ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა არის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც მომოიხილავს ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის ინფრასტრუქტურას და მისი სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან სცენარებსა და პროექტებს. 10-წლიანი გეგმის საბოლოო შედეგები 2024 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა 15.5 თეთრი შეადგინა, დერეგულირებული ელექტროსადგურების ფასმა კი - 18.5

2024 წლის იანვარში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 344 163.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30.3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 522 478.4 ლარი შეადგინა.აქედან, პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია 70%-ია, 30% კი საბალანსო ელექტროენერგია.იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.5224888 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.581 თეთრი.აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 29% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურის - 66%, ხოლო იმპორტის წილი - 4%.საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების წილი ასე გამოიყურება: 66% თბოელექტროსადგური, 29% ჰიდროელექტროსადგური, 4% იმპორტი, 1% ქარის ელექტროსადგური,2024 წლის იანვარში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 1.4% შეადგინა. აგრეთვე, იანვრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.1% შეადგინა.იანვარში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 933 892.00 ლარი.

ᲡᲔᲛᲔᲙᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲬᲧᲐᲚᲛᲝᲛᲐᲠᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲡᲐ (ᲡᲔᲛᲔᲙ) ᲓᲐ ᲐᲖᲔᲠᲑᲐᲘᲯᲐᲜᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲐ. ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲔᲡ ᲡᲔᲛᲔᲙᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲓᲐᲕᲘᲗ ᲜᲐᲠᲛᲐᲜᲘᲐᲛ ᲓᲐ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲡ ᲡᲐᲑᲭᲝᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲡᲐᲛᲘᲠ ᲐᲮᲣᲜᲓᲝᲕᲛᲐ.​ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲐ.ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲐᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲛᲐᲗ ᲙᲝᲛᲞᲔᲢᲔᲜᲪᲘᲔᲑᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ, ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐᲓᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲜᲔᲠᲒᲝᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘᲡ, ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲕᲘᲖᲘᲢᲔᲑᲘᲡ, ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲗᲐ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ.

სხვა სიახლეები