იანვარში, ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენრგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, იანვარში, საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ 152.733 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც გასულ წლის იანვარში მოხმარებულს (30.385 მლნ კვტ.სთ) ხუთჯერ აღემატება.

იანვარში, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების წილმა მთლიანი მოხმარების (1 373. 448 მლნ კვტ.სთ) 11.1% შეადგენა

შარშან. იანვარ-დეკემბერში, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების წილი (588.8 მლნ კვტ.სთ) მთლიან მოხმარებაში (13 753.1 მლნ კვტ.სთ) იყო 4.3%

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title