ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.

როგორც გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„არის თუ არა ის მზად, გვიპასუხოს ყველა კითხვაზე? მიგვაჩნია, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს და ის აბსოლუტურ პრიორიტეტად ჰესის მშენებლობას მიიჩნევს. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად არის იგნორირებული“, – განაცხადა გოლეთიანმა.

Leave a Reply

Menu Title