ლევან დავითაშვილი „ენკასთან“ ხელშეკრულებაზე: ზოგადად ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას

რაც შეეხება „ენკას“, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე, გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ჩვენი მხრიდან გვყავს ჩართული საექსპერტო კომპანიები, საკონსულტაციოდა იურიდიული კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები არიან ჩართულები, რომლებსაც აქვთ თავიანთი შენიშვნები პროექტთან მიმართებით. არსებობს ასევე, სასამართლო პროცესები და ზოგადად ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას “, – განაცხადა დავითაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title