„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია ბანკროტად ცხადდება

კომპანია, რომელმაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიამდე, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ბანკროტად გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შვეიცარიაშია რეგისტრირებული და რუსულ სახელმწიფო გიგანტ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

მანამდე, 1–ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ ყველა, 140 თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title