საწვავის გაძვირების პარალელურად, აშშ-ში Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

ამერიკული მედიაპლატფორმის Electrek მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის მომატებული ფასის გამო, ბოლო დღეებში აშშ-ში ილონ მასკის კომპანიის Tesla ელექტრომობილებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ეს კლიენტებისთვის პროდუქტის სწრაფ მიწოდებაზე გავლენას მაინც არ იქონიებს, რადგან ავტომწარმოებელი გამოშვებული მანქანების რაოდენობას ასე მარტივად ვერ გაზრდის.

შეგახსენებთ. რომ საწვავის გაძვირება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფარგლებში აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. აშშ-ში თითო ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ბენზინისამ 4.25-ს, ზოგან კი 5 დოლარსაც მიაღწია.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა ელექტროძრავზე მომუშავე მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. ეს იმ სახელმწიფოში, სადაც ელექტრომობილების დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ Tesla-სი გახლავთ.

Electrek-ის მონაცემებით, უკანასკნელ პერიოდში აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში კომპანიის შეკვეთები 100 პროცენტით გაიზარდა. კონკრეტულად კი ისეთ არეალში, სადაც ბენზინი ყველაზე მეტად გაძვირდა.

ვარაუდობენ, რომ Tesla მომხმარებელთა სურვილის დაკმაყოფილებას დროულად ვერ შეძლებს, რადგან რიგში ჯერ ძველი შეკვეთებია. მართალია, ტეხასის შტატში მშენებარე გიგაქარხანა წარმოების პროცესს დააჩქარებს, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title