„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ოპეკს სთხოვენ მეტი ნავთობის მოპოვებას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მოუწოდეს OPEC-ის წევრ ქვეყნებს გაზარდონ ნავთობის მოპოვება, რათა შეაჩერონ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოიკვლიონ ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის გზები საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მოპოვება არ აღწევს სრულ სიმძლავრეს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა 10 მარტს. მასში ხაზგასმულია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) აქვს „საკვანძო როლი“ ამ პროცესში.

Leave a Reply

Menu Title