დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი წყალი… ბირთვული საფრთხე – ომის გავლენა გარემოსა და კლიმატზე

“ნება მო­მე­ცით, ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო ყვე­ლა რუ­სის სა­ხე­ლით, ვინც ვერ შეძ­ლო ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა”, – ეს სი­ტყვე­ბი გა­ე­როს კლი­მა­ტის წლე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ოლეგ ანი­სი­მოვ­მა წარ­მოთ­ქვა.

სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ გა­ე­როს კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი დე­ლე­გა­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და ომის გა­ჩა­ღე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. რო­გორც მე­დია წერს, ანი­სი­მოვს ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რიც სთხო­ვეს, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ეს მისი პი­რა­დი აზ­რია და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას არ ასა­ხავს.

გა­ე­როს კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბო­დი­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ მისი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით თუ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, ოლეგ ანი­სი­მო­ვის მიერ კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, ამ შეხ­ვედ­რა­ზე თე­მა­ტუ­რა­დაც სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს კლი­მატ­ზეც.

ომი სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბაა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც კი ვერ აი­ცი­ლა თა­ვი­დან. ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი, და­სა­ხიჩ­რე­ბა, ბავ­შვე­ბის და­ობ­ლე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა, სი­ღა­რი­ბე, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი… გრძე­ლი და შემ­ზა­რა­ვია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, იმ უბე­დუ­რე­ბე­ბი­სა, რა კვალ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ქვეყ­ნებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე ტო­ვებს. ომის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ზოგ­ჯერ მარ­ტი­ვად ხი­ლუ­ლი, ზოგ­ჯერ კი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვია.

“დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე” – ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?
რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს – რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, ჰა­ე­რის, მდი­ნა­რე­ე­ბის, ტყე­ე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, ხან­ძრე­ბი და შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ნა­წი­ლია იმ მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა, რა­საც, სხვა მრა­ვალ უბე­დუ­რე­ბას­თან ერ­თად, ომი იწ­ვევს.

რა კავ­შირ­შია ომი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან? ამ სტა­ტი­ა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ იმ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს, რაც სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ახლო, თუ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

  • ავი­ა­ცია, ბომბდამ­შე­ნე­ბი, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი

სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი სათ­ბუ­რის აი­რე­ბის გაფ­რქვე­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­რე­მოს სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­თან შე­და­რე­ბით, სამ­ხედ­რო საფ­რე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ბომბდამ­შე­ნე­ბი, კი­დევ უფრო მეტ ზი­ანს აყე­ნე­ბენ. ისი­ნი უფრო მძი­მეა, სჭირ­დე­ბათ უფრო მეტი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა, დაფ­რი­ნა­ვენ უფრო დაბ­ლა, რაც კომ­პლექ­სუ­რად მეტ საფრ­თხეს უქ­მნის კლი­მატს.

 

  • ტან­კე­ბი, ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი, მძი­მე ტექ­ნი­კა

რო­დე­საც გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მძი­მე ტექ­ნი­კის მიერ მი­ყე­ნე­ბულ ზი­ან­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რა თქმა უნდა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სამ­ხედ­რო, სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის კონ­ცენ­ტრი­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც. ეკო­ლო­გე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ გო­ნივ­რულ ვა­რა­უდს, რომ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი რუ­სუ­ლი უხა­რის­ხო დი­ზე­ლით მა­რაგ­დე­ბა, მათი საწ­ვა­ვი ვერ იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი, ბუ­ნებ­რი­ვია, ტან­კე­ბი და ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი­თაც არ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. აქვთ მძი­მე, მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, რაც აი­სა­ხე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე.

  • ტყი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ხან­ძრე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი

ხან­ძრე­ბი ომის თან­მდე­ვი ტრა­გე­დი­ე­ბი­დან ერთ-ერ­თია. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, და­ბომბვი­სას ცე­ცხლი სხვა­დას­ხვა ობი­ექტს, ასე­ვე ტყის სა­ფარს უჩ­ნდე­ბა, რაც ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გაფ­რქვე­ვის დიდი წყა­როა. შე­ნო­ბე­ბის დაწ­ვი­სას გა­მო­ყო­ფი­ლი კვამ­ლი მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ჰა­ერ­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა ტყის ხან­ძრებს, აქ გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მრა­ვალ­მხრი­ვია. ხან­ძრის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გაფ­რქვე­ვის გარ­და, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ტყის სა­ფა­რი ვე­ღარ იქ­ნე­ბა ჟანგბა­დის წყა­რო, ის კარ­გავს მის ძი­რი­თად ფუნ­ქცი­ას და ვერ შე­უ­წყობს ხელს ჰა­ე­რის გაწ­მენ­დას. ამას­თა­ნა­ვე, ტყის სა­ფა­რის გა­ნად­გუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნად­გურ­დე­ბა ფა­უ­ნა, რო­მე­ლიც ამა­ვე ტყის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ნა­წი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხერ­სო­ნის მახ­ლობ­ლად, დნეპრზე ხი­დის ასა­ღე­ბად ბრძო­ლამ შავი ზღვის ბი­ოს­ფე­რულ ნაკ­რძალ­ში ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია. ხან­ძა­რი შე­სამ­ჩნე­ვი იყო კოს­მო­სი­დან და შე­საძ­ლოა, გა­ა­ნად­გუ­რა ხე­ე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი ჰა­ბი­ტა­ტი უკ­რა­ი­ნის უდი­დეს ნაკ­რძალ­ში.

უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა ხან­ძა­რი სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტებ­ში, რა დრო­საც ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ფარ­თო სპექტრი გა­მო­იფ­რქვე­ვა – მძი­მე ლი­თო­ნე­ბის, ბე­ტო­ნის, სა­დე­ნე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბის, კან­ცე­რო­გე­ნე­ბის, აზ­ბეს­ტის ჩათ­ვლით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს უკა­ნას­კნე­ლი ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბი­სა და კი­ბოს გა­მომ­წვე­ბი მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამას­თა­ნა­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა სავ­სეა სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბით, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი და ქი­მი­უ­რი ქარ­ხნე­ბით, ელექტრო­სად­გუ­რე­ბი­თა და დან­გრე­უ­ლი მა­ღა­რო­ე­ბით. Amnesty International-ის კრი­ზი­სი­სა და გა­რე­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი რი­ჩარდ პირ­ჰა­უ­სი ამ­ბობს, რომ ამ ად­გი­ლე­ბის ირ­გვლივ ბრძო­ლა რის­კის შემ­ცვე­ლია ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტოქ­სი­კუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის წარ­მოქ­მნის, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბის კუ­თხით.

აქვე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც რომ ვი­სა­უბ­როთ, სინ­თე­ზუ­რი მა­სა­ლე­ბის, ქი­მი­კა­ტე­ბის და მძი­მე ლი­თო­ნე­ბის რთუ­ლი ნა­რე­ვე­ბის გა­მოფრქვე­ვი­სას, ქა­რის დროს, უკი­დუ­რე­სად მცი­რე ნა­წი­ლა­კებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­რონ ასო­ბით ან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რი, რა­მაც შე­საძ­ლოა დიდი საფრ­თხე შე­უქ­მნას რეს­პი­რა­ტო­რულ ჯან­მრთე­ლო­ბას ფილ­ტვებ­სა და სის­ხლძარ­ღვებ­ში ღრმად გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რის გამო.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ას­თმის გამ­წვა­ვე­ბის, პნევ­მო­ნი­ი­სა და მწვა­ვე ბრონ­ქი­ტე­ბის მა­ტე­ბას ელი­ან, რად­გან ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს ზრდის. ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­რე­მო­ზე გავ­ლე­ნას სწავ­ლობს, ვა­რა­უ­დობს, რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რაც უფრო მე­ტად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ადა­მი­ა­ნი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას, მით უფრო მოკ­ლეა მისი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა.

  • ატო­მურ სად­გუ­რებ­ზე თავ­დას­ხმით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი
ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია

 

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბრძო­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი­ევ­ში, ხარ­კოვ­სა და მა­რი­უ­პოლ­ში მიმ­დი­ნა­რებს, სა­დაც სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი, სამ­ხედ­რო და­ნად­გა­რე­ბი და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ცა­ვი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლის ქვე­შაა. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის სა­მიზ­ნე ორი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი გახ­და. რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ჩერ­ნო­ბი­ლის, შემ­დეგ კი ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ამო­ი­ღეს მი­ზან­ში. უკ­რა­ი­ნის ბირ­თვუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის ინ­სპექ­ცია იუ­წყე­ბო­და, რომ ჩერ­ნო­ბი­ლის და­ხუ­რულ ზო­ნა­ში რა­დი­ა­ცი­ის სა­კონ­ტრო­ლო დო­ნის მო­მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ

 

ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე კი რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის ცვლი­ლე­ბა არ და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ობი­ექტს რუსი ოკუ­პან­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. გა­რე­მოს დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, “სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ჩხო­ბა­ძე ამ­ბობს, რომ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე თავ­დას­ხმა შე­საძ­ლოა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა იყოს, რაც და­ა­ზი­ა­ნებს არა მარ­ტო ევ­რო­პას, არა­მედ სე­რი­ო­ზულ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მის მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას. მი­სი­ვე თქმით, რის­კი ძა­ლი­ან დი­დია და ად­გილ­ზე არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფ­ნა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ამას­თა­ნა­ვე, ენერ­გე­ტი­კო­სი გია არა­ბი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს ექ­ვსი­ვე ბლო­კის ერ­თდრო­უ­ლად აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა.

  • ნარ­ჩე­ნე­ბი, მტკნა­რი წყლე­ბი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა

სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს, ნგრე­ვას, ხან­ძრებს ნარ­ჩე­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მოჰ­ყვე­ბა. თავ­დას­ხმე­ბი აბინ­ძუ­რებს ნი­ა­დაგს, ჰა­ერ­სა და წყალს. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფორ­სმა­ჟორ­ში შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი მოშ­ლი­ლია, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი ვერ მუ­შა­ობს. ქუ­ჩე­ბის, ქა­ლა­ქე­ბის, ტყე­ე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის გარ­და, ნარ­ჩე­ნე­ბით ივ­სე­ბა მდი­ნა­რე­ე­ბიც. ზოგ­ჯერ ეს თავ­დაც­ვი­თი სა­ჭი­რო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­თაც ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა აგ­რე­სო­რი დამ­პყრო­ბე­ლის­გან თავ­და­სა­ცა­ვად ხი­დებს აფეთ­ქებს, ნარ­ჩე­ნე­ბი კი მდი­ნა­რე­ში იყ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის შეჭ­რამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში წყლის ობი­ექ­ტე­ბი და­ზი­ან­და, რის გა­მოც 90 000-მდე ადა­მი­ა­ნი წყლის გა­რე­შე დარ­ჩა. ეს რვა წე­ლია დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მაა.

მრა­ვალ­წლი­ან­მა ომმა უკვე გა­ა­ნად­გუ­რა რე­გი­ო­ნის წყლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და და­ბინ­ძურ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მდი­ნა­რე­ე­ბი. UNICEF-ის, გა­ე­როს ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნახ­მად, წყლის მი­წო­დე­ბა ბრძო­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ წერ­ტილ­ში შე­წყდა, რაც ყო­ველ­დღი­ურ გა­მოწ­ვე­ვად აქ­ცევს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბას, წყლის და­ლე­ვა­სა და ხე­ლის და­ბა­ნას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2016 წლი­დან რე­გი­ონ­ში წყლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­ხედ­რო და­ზი­ა­ნე­ბის 450-ზე მეტი შემ­თხვე­ვა აღ­ნუს­ხა, გა­სულ კვი­რებ­ში კი, ათე­უ­ლო­ბით ქა­ლაქ­მა და­კარ­გა წყალ­ზე წვდო­მა მას შემ­დეგ, რაც მილ­სა­დე­ნი და­ბომბვის შე­დე­გად და­ზი­ან­და.

ამას­თა­ნა­ვე, ათო­ბით მა­ღა­რო, რო­მე­ლიც რა­დი­ო­აქ­ტი­ურ მა­სა­ლას და მძი­მე ლი­თო­ნებს – ვერ­ცხლის­წყალს, ტყვი­ას და და­რიშ­ხანს შე­ი­ცავ­და და ბუ­ნებ­რი­ვად ივ­სე­ბა წყლით, ამო­ტუმბვას სა­ჭი­რო­ებს, რაც დატ­ბორ­ვი­სა და მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო ხდე­ბა.

  • მიგ­რან­ტთა გა­და­ად­გი­ლე­ბა

ომით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტრა­გე­დი­ა­თა­გან ერთ-ერთი მიგ­რან­ტთა გა­და­ად­გი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ასო­ბით ათა­სი, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია დამ­პყრო­ბე­ლი ქვეყ­ნის აგ­რე­სი­ის­გან და­სა­ცა­ვად და გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­ტო­ვოს. დიდი ნა­კა­დი­სა და მზარ­დი გა­და­ად­გი­ლე­ბის ფონ­ზე, ქა­ლა­ქებ­ში იქ­მნე­ბა მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი, გრძე­ლი სა­ცო­ბე­ბი, რაც თა­ვის წილ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს მა­ტებს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას ისე­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს.

 

  • პროგ­ნო­ზი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი­სა და ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე ფა­სე­ბის გლო­ბა­ლუ­რად ზრდა კომ­პლექ­სურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ემი­სი­ებ­ზე. ერთი მხრივ, მა­ღალ­მა ფა­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს მოხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წა­ხა­ლის­დე­ბა უფრო მეტი ძი­ე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი გა­მო­სა­ვალს ევ­რო­პა­ში ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის შეც­ვლა­ში ხე­და­ვენ. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ერთ-ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეტი გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

იმ ფონ­ზე, როცა ომე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს იწი­რავს, კი­დევ უფრო მეტს ასა­ხიჩ­რებს, ასი­ა­თა­სო­ბით პირს ლტოლ­ვი­ლად აქ­ცევს და ყვე­ლა­ფერს – წარ­სულ­საც და მო­მა­ვალ­საც უკარ­გავს, ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბის ფონ­ზე გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი შე­საძ­ლოა ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩან­დეს, თუმ­ცა თუ გა­ვი­აზ­რებთ, რო­გორც ახლო, ისე სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში რამ­ხე­ლა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია თი­თო­ე­ულ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ფაქ­ტორს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე, მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვალ­ზე, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დე­ბით, ომის სი­სას­ტი­კე­ში, აგ­რე­სო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და მშვი­დო­ბის უალ­ტერ­ნა­ტო­ვო­ბა­ში.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply

Menu Title