როდის დაიწყებს OMV PETROM შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევას

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს OMV Petrom შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის პოტენციური რესურსების კვლევას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე განახორციელებს. პროექტზე არსებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით OMW Petrom-ის წარმომადგენლებს ლევან დავითაშვილი შეხვდა. მოლაპარაკებებისას  აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. ასევე, ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება. კომპანიამ მომავალი წლიდან საქართველოს უმაღლესი სააწავლებლების სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების სურვილიც გამოთქვა.

„ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები გაზისა და ნავთობის სააგენტოსთან ერთად იმისათვის, რომ გაზის პოტენციური მარაგები, რომელიც ექსპერტული შეფასებით არსებობს, რეალურად იქნას დაძიებული და საქართველომ ქვეყნის ინეტერსებიდან გამომდინარე მოიპოვოს გაზის რესურსები,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, რუმინულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს.

„OMV PETROM”-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV”-ის შვილობილი კომპანია. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს” საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV – ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

 

Leave a Reply

Menu Title