საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს.
სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2015 წლის შედეგებით ნავთობის სფეროში ინვესტიციები 20%-ზე მეტით შემცირდება. მისივე თქმით, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ექსპერტთა პროგნოზით, ნავთობზე დღე-ღამეში მოთხოვნა ყოველწლიურად 900 ათასი ბარელით გაიზრდება, 2040 წელს კი დღე-ღამის განმავლობაში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა 103,5 მილიონ ბარელს მიაღწევს.
International energy agency-ის ექსპერტები 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შემცირებასაც უკავშირებენ. დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 48 დოლარი შეადგინა.