“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა დაიწყო

სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე გადავიდა. ამის შესახებ RBC-ს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ვაგან კერობიანმა განუცხადა.

“რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა განხორციელდა რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით”, – განაცხადა კერობიანმა.

მინისტრმა განმარტა, რომ ფასი დოლარში განისაზღვრება, მაგრამ გადახდა ხდება რუბლით.

Gazprom-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ კომპანიის ხელშეკრულება სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში რუბლით გადახდის საშუალებას იძლევა.

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 1-ლი აპრილიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა პუტინს მუქარა არ შეუსრულებია. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

Leave a Reply

Menu Title