ერმაკი – თუ ემბარგო არ დაწესდება, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა რუსეთის შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს

უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შემოსავალი ენერგეტიკის სფეროში გასული წლის შემოსავლებს გადააჭარბებს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის კუთხით ყველაზე პრიორიტეტული არის ნავთობისა და გაზის ემბარგო.

„ჩვენი ინფორმაციით, თუ ემბარგო არ დაწესდება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, [რუსეთის] ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს“, – განაცხადა ერმაკმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „სანქციების მთავარი მიზანია აიძულონ რუსეთი შეაჩეროს ეს საშინელი ომი“.

Ukrinform-ის ინფორმაციით, 29 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ოფისთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების გავლენას გაანალიზებს. უკრაინის მხრიდან ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, ხოლო საერთაშორისო მხრიდან – რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი.

Leave a Reply

Menu Title