საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას „ბელენერგოს“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას „ბელენერგოს“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში ბელორუსიის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „ბელენერგოს“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ბელარუსიის დელეგაციას „ბელენერგოს“ დირექტორის პირველი მოადგილე ალექსანდრე სივაკი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – სულხან ზუმბურიძემ ბელორუს კოლეგებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე, გენერაციის ახალ წყაროებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ეროვნული სადისპეტჩერო და ენერგოობიექტები: ქ/ს „რუსთავი-220“, „ჟინვალჰესი“ და „გუდაურიჰესი“ მოინახულეს.

Leave a Reply

Menu Title